თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა
თბილისის მერია
· 10 ივნისი 2026, 00:00
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დღეს ჩუღურეთის რაიონში, ავარიულ კორპუსში მცხოვრებ 45 ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცა.
კახა კალაძემ მათ ახალმოსახლეობა კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეების დახმარებას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.
„მიხარია, რომ ამ ადამიანებს ვეხმარებით. ჩვენი დაპირება იყო, რომ მივხედავდით ასეთ ოჯახებს, მოვაწესრიგებდით შენობებს და ა.შ. დაპირებებს ეტაპობრივად ვასრულებთ. ყველა ვართ ბედნიერი, როცა ამდენ გახარებულ ადამიანს ვხედავთ. არაფერია იმაზე ძვირფასი, როდესაც შენი გადადგმული ნაბიჯებითა და მიღებული გადაწყვეტილებებით უამრავ ოჯახს აბედნიერებ. ყველას მადლობას ვუხდი პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ თბილისის საბავშვო-ბაგა ბაღების მართვის სააგენტო ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში კიდევ ერთ პროექტს განახორციელებს. ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარე წელს რეხის ქუჩის N6-ში დაიწყება.
„ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა და არსებულების რებილიტაცია-განახლება. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი ახალი ბაღი ავაშენეთ, ასევე, გვაქვს ბაღები, სადაც რეაბილიტაცია განხორციელდა. თბილისის საბავშვო-ბაგა ბაღების მართვის სააგენტო კიდევ ერთ პროექტს ამჯერად ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში განახორციელებს. კერძოდ, ბაღის მშენებლობა მიმდინარე წელს რეხის ქუჩა N6-ში დაიწყება. აღნიშნული პროექტი ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ჩვენ ჩვენს დაპირებას, რა თქმა უნდა, ვასრულებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, მშენებლობის შესყიდვაზე სახელმწიფო ტენდერი გამოცხადებულია. როგორც მერმა აღნიშნა, ტენდერის დასრულებისთანავე გაფორმდება ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან და დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები.
„პროექტისთვის გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 5 000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია, სადაც აშენდება თანამედროვე სტანდარტების ორსართულიანი შენობა. ბაღში განთავსებული იქნება ექვსი სააღმზრდელო ჯგუფი, სადაც მომსახურებას მიიღებს 180-მდე აღსაზრდელი. შენობა იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის, პანდუსებითა და ლიფტებით; მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საევაკუაციო კიბეები და დამონტაჟდება უსაფრთხოების სისტემები; ბაღს ექნება სპორტული და მუსიკალური დარბაზები მეთოდური მუშაობისთვის, ასევე, კეთილმოწყობილი და აღჭურვილი ეზო ღია აქტივობებისათვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა დღევანდელ სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ დიდ დიღომში, N321 მარშრუტზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ექვსი ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება. ცვლილება იგეგმება N293 მარშრუტზეც, რომელსაც ორი ერთეული ავტობუსი დაემატება.
„ჩვენ სატრანსპორტო მიმართულებით მუდმივად განახლებისა და დაკვირვების რეჟიმში ვართ. ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კომფორტული გავხადოთ. ჩვენ ქალაქის მაჯისცემაზე ხელი გვიდევს. ვიცით, რა საჭიროებებია და ეტაპობრივად მივყვებით. დიდ დიღომში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მარშრუტია N321, რომელიც დიდ დიღომს აკავშირებს მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“. სწორედ ამ ხაზზე 27 ივნისიდან 12-მეტრიანის ნაცვლად, ექვსი ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს, რაც ბევრად მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს. გარდა ამისა, N293 მარშრუტს ორი ერთეული ავტობუსი დაემატება, რომელიც დიდი დიღმის II მიკრორაიონისა და I მიკრორაიონის ნაწილის მოსახლეობას ემსახურება. ცვლილების შედეგად, აღნიშნულ მარშრუტზე შემცირდება არსებული ინტერვალი, რაც ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მინდელის სახელობის ხიდზე არსებული საავტობუსო ზოლი დაგრძელდება და ე.წ. ბასლეინი თენგიზ შეშელიძის ქუჩის მონაკვეთზეც მოეწყობა.
მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ დედაქალაქის ისტორიაში პირველად, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, თბილისის სატრანსპორტო მაკრო მოდელი შემუშავდა.
თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული სიახლით მთლიანად იცვლება ურბანული დაგეგმარების მიდგომა, რადგან აქამდე რა მოდელიც გამოიყენებოდა, იმასთან შედარებით, სრულყოფილი სტრატეგიული მოდელია.
„ეს არის ქალაქის საგზაო და მობილობის სისტემის ზუსტი ვირტუალური ანალოგი, რომელიც ციფრულ სივრცეში აერთიანებს ყველა ქუჩას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებს, მოსახლეობის გადაადგილების რეალურ ნაკადებს. სანამ კონკრეტული პროექტი დაიგეგმება, წინასწარ შეგვიძლია დიდ სურათში, მასშტაბურად დავინახოთ, თუ როგორ იმოქმედებს ქალაქის ერთ წერტილში განსახორციელებელი ცვლილება მთლიან სატრანსპორტო ქსელზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აქამდე ნებისმიერი საგზაო-სატრანსპორტო იდეა წინასწარ მუშავდებოდა მიკრო მოდელირების თანამედროვე პროგრამაში და ახლა უკვე მაკრო მოდელშიც შესაძლებელია დატესტვა.
„ჩვენ შეგვიძლია ვირტუალურად გამოვცადოთ ნებისმიერი იდეა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიგეგმება შესაბამისი სამუშაოები. მაკრო მოდელირება წინასწარ გვიჩვენებს, რა გავლენას მოახდენს მოძრაობაზე ახალი ავტობუსის ზოლის დახაზვა, ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესება, მიმართულების შეცვლა თუ ახალი საგზაო კავშირის დამატება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, წელს პირველად განხორციელდა მასშტაბური სპორტული პროექტი - საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელშიც თბილისის გუნდმა გაიმარჯვა და სპეციალური თასის მფლობელი გახდა.
მისი თქმით, არ არსებობს სპორტის მიმართულება, რომელსაც დედაქალაქის მთავრობა არ ეხმარებოდეს და, შესაბამისად, შედეგიც სახეზეა, სპორტსმენთა წარმატების სახით.
„ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, წელს პირველად განხორციელდა მასშტაბური სპორტული პროექტი - საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელშიც თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის გუნდიც მონაწილეობდა. ასპარეზობა სპორტის 17 სახეობაში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 1 200-მა სპორტსმენმა მთელი საქართველოს მასშტაბით. მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ ფესტივალში, თითქმის ყველა სახეობაში, ძალიან ღირსეულად, აბსოლუტური უპირატესობით წარმოჩინდა დედაქალაქის გუნდი, რომელიც პირველი ეროვნული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული და სპეციალური თასის მფლობელი გახდა. ამ და კიდევ სხვა მიღწევების გათვალისწინებით, ნათელია, რომ მუნიციპალური პოლიტიკა, როგორც პროგრამების, ისე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, მოწოდების სიმაღლეზეა და მის მხარდაჭერას მომავალშიც გავაძლიერებთ. არ არსებობს სპორტის სახეობები, რომ ჩვენ არ ვაფინანსებდეთ და არ ვეხმარებოდეთ. შესაბამისად, შედეგიც სახეზეა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მან მადლობა გადაუხადა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, ასევე, მუნიციპალური სპორტული ცენტრების თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციას.
„მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო თითოეულ მონაწილე სპორტსმენს, რომლებიც აღნიშნული პროექტის მეშვეობით ხელს უწყობენ მასობრივი სპორტის განვითარებას; ორგანიზატორებს, რომლებიც ახორციელებენ მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერმა განაცხადა, რომ დედაქალაქში მასშტაბური სტუდენტური პროექტი - სტუდფესტი მიმდინარეობს, რომელშიც 40-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 20 000-ზე მეტი სტუდენტია ჩართული.
„ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის ფარგლებში ხორციელდება მასშტაბური სტუდენტური პროექტი - სტუდფესტი, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა და ყოველწლიური სახე მიიღო. ფესტივალი ხორციელდება კულტურის, განათლების და სპორტის მიმართულებით და მასში ჩართულია 40-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 20 000-ზე მეტი სტუდენტი. ფესტივალი ტარდება თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით“, - განაცხადა მერმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში, წელს პირველად, 14 ივნისს განხორციელდება გარბენი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის, სპორტსმენებს და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს.
მერის ინფორმაციით, გარბენი ვაკის პარკიდან დაიწყება და თავისუფლების მოედანზე დასრულდება. როგორც მან აღნიშნა, ის თავადაც მზადაა, გარბენში მონაწილოება მიიღოს. კახა კალაძემ აღნიშნულ აქტივობაში ჩართვისკენ თანამშრომლებსაც მოუწოდა.
მისივე თქმით, გარბენის მონაწილეები 10:00 საათიდან შეიკრიბებიან, ხოლო უშუალოდ აქტივობა 11:00 საათზე დაიწყება.
„ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. მე მთელი ჩემი ცხოვრება სპორტს და ფეხბურთს მივუძღვენი და ძალიან კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, იცხოვრო სწორად, სპორტულად. მე დღესაც ვაგრძელებ ამ ტიპის ცხოვრებას, ყოველდღიურად ჩართული ვარ ვარჯიშში. ასე რომ, გელოდებით კვირას, 10:00 საათზე, ვაკის პარკთან, ჩავერთოთ აღნიშნულ აქტივობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ცნობილი ამერიკელი რეპერის კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, რომელიც „დინამო არენაზე“ 12 ივნისს გაიმართება, თბილისის მეტრო და გარკვეული მარშრუტის ავტობუსები მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურებიან.
მისი თქმით, კონცერტის დღეს „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობაც შეიზღუდება.
„12 ივნისს „დინამო არენაზე“ დაგეგმილია ცნობილი ამერიკელი რეპერის კანიე უესტის კონცერტი, რომელსაც საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და არა მხოლოდ საქართველოში. კონცერტზე დასწრების მსურველთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო, ასევე ის ავტობუსები, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობენ, გახანგრძლივებულად იმუშავებენ და მგზავრებს 13 ივნისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.
რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობას, 12 ივნისის 07:00 საათიდან გადაადგილება შეიზღუდება სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე. პირველადი შეზღუდვა შეეხება სლავა მეტრეველისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებს, სადაც გადაადგილება „დინამო არენას“ მთავარი შესასვლელების მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით შეიზღუდება. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მიმდებარე ქუჩების გამოყენებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ალტერნატიულ მარშრუტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში თბილისის მერიის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში განთავსდება.
დედაქალაქის მერმა საზოგადოებას საფეხბურთო სიახლის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. კერძოდ, აღინიშნა, რომ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალებიდან ფინალის ჩათვლით, ყველა მატჩს რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზე აჩვენებენ.
მერის თქმით, მატჩების დიდ ეკრანზე ტრანსლირებას თბილისის მერია და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ უზრუნველყოფენ.
„თბილისის მერიისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პარტნიორობით, როდესაც დაიწყება მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალები, დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს ყველა მატჩის ჩვენებას. ტრანსლირება რესპუბლიკის მოედანზე განთავსებულ დიდ ეკრანზე გაიმართება. ფეხბურთს როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. შესაბამისად, საკმაოდ კარგი ინიციატივაა. მინდა, მადლობა ვუთხრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ამ შემოთავაზებისთვის. მოხარული ვარ, რომ მსოფლიო საფეხბურთო ზეიმი დედაქალაქის მცხოვრებლებს გააერთიანებს რესპუბლიკის მოედანზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
წყარო: თბილისის მერია
open_in_new