თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
თბილისის მერია
· 3 ივნისი 2026, 00:00
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, თბილისში, უსახლკაროს სტატუსის მქონე 450 ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა და სარგებლობის უფლებით საცხოვრებელი ფართი გადაეცა.
მისივე თქმით, დანარჩენი ოჯახების სოციალური საცხოვრისით დაკმაყოფილება ეტაპობრივად ხორციელდება.
„2021 წელს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ აღნიშნული სტატუსის მქონე ყველა ოჯახს ეტაპობრივად დავეხმარებოდით. დაპირება, რომ პირველ ეტაპზე, აღნიშნული სტატუსის მქონე 400 ოჯახი მუნიციპალური საცხოვრისით იქნებოდა უზრუნველყოფილი, შესრულებულია. დღეისთვის, თბილისში, უსახლკაროს სტატუსი 1 150-მდე ოჯახს მიენიჭა, მათგან, 450 ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, უსახლკაროს სტატუსის მისაღებად, თბილისში რეგისტრირებულ ოჯახს განაცხადის შევსება შეუძლია, როგორც მერიაში, ისე გამგეობაში.
„ოჯახს, უსახლკაროს სტატუსი შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ენიჭება. მერიის შესაბამისი კომისია, რომელიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, ოჯახის თითოეული წევრის შესახებ, 12-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო, მათ შორის, საფინანსო დაწესებულებაში მოძიებული ინფორმაციით ხელმძღვანელობს. უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებს, რომელთაც რიგის მიხედვით უწევთ სოციალური საცხოვრისის გადაცემა, შესაბამისი პროცედურების შესრულების მიზნით, მერიის წარმომადგენლები უკავშირდებიან, რის შემდეგ, მათთან ხელშეკრულება ფორმდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტზე - საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება.
„მოგეხსენებათ, სასწავლო წელი საბავშვო ბაღებში 30 ივნისს სრულდება, 1-ელი ივლისიდან კი მთელი თვის განმავლობაში იმუშავებს საზაფხულო ბაღები. წელს თბილისში 54 საზაფხულო ბაღი იფუნქციონირებს, სადაც 19 500-მდე აღსაზრდელი
რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების
მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge. რეგისტრაცია დაიწყება 8 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება 21 ივნისის ჩათვლით“, - აღნიშნა
მისივე ინფორმაციით, პროექტით სარგებლობა შეეძლებათ თბილისის ბაღებში
რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელებს, მათ შორის მათაც, ვინც
სექტემბერში ამთავრებენ ბაღს და სკოლაში მიდიან.
„უკვე წლებია ჩვენ ამ სოციალურ პროექტს ვახორციელებთ. საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია, რადგან დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს. ამასთან ერთად, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, რადგან ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისთვის დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. საზაფხულო ბაღებში წელს 3900 თანამშრომელი იმუშავებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერის განცხადებით, რეგისტრაცია დაწყებულია საზაფხულო ახალგაზრდულ პროგრამებზე, რომელიც ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას ემსახურება. პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე - https://youthtbilisi.ge/.
„წელსაც, ტრადიციულად, განხორციელდება ახალგაზრდული საზაფხულო პროგრამები, რაც ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს. მნიშვნელოვანია, რომ წელს დაგვემატება ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი ბანაკი, ინგლისური ენის შემსწავლელი რამდენიმე ბანაკი, ინტელექტუალური საკუთრების შემსწავლელი ბანაკი, ხის მხატვრული დამუშავების ტექნიკის შემსწავლელი ბანაკი, კინოსა და თეატრალური მიმართულების შემსწავლელი ბანაკი, რობოტიკის ბანაკი, მომავალი მეწარმეების ბანაკი, დებატების ხელოვნების შემსწავლელი ბანაკი, ეთნოსპორტული ბანაკი, ასევე, ლიდერობისა და ზოგადი უნარების განვითარების ბანაკი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები, ტრადიციულად უფასოდ ისარგებლებენ პადელით, ბოულინგით, საცურაო აუზით; ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საჯომარდო და სალაშქრო ტურებში.
„აღნიშნული საზაფხულო პროგრამებით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება. საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამები დაიწყება ივნისში და სექტემბრამდე გაგრძელდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში, 30-ე კორპუსის მიმდებარედ, 1 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი სკვერი მოაწყო.
„აღნიშნულ მისამართზე შეიქმნა თანამედროვე და მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებაზეა მორგებული.
ტერიტორიაზე განთავსდა სამი განსხვავებული ზომისა და დანიშნულების ფანჩატური, რომლებიც უზრუნველყოფს, როგორც დასვენების, ისე სოციალური აქტივობების ჩატარების შესაძლებლობას. სამუშაოების ფარგლებში, გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები. სკვერში მოწყობილია კალათბურთის მოედანი, სატრენაჟორო სივრცე და საბავშვო ზონა. დამატებით, გათვალისწინებულია ძაღლებისთვის განკუთვნილი დამოუკიდებელი სივრცე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას. კერძოდ, თბილისის მერიის ორგანიზებით, 4-5 ივნისს, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში" თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი გაიმართება.
„წლევანდელი ფორუმის მთავარი თემაა მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში ხანგრძლივი ეკონომიკური ზრდის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოელი და ქართველი ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის პლენარული სესიები და თემატური პანელური დისკუსიები“, - განაცხადა თბილისის მერმა.
წყარო: თბილისის მერია
open_in_new