თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა
თბილისის მერია
· 6 მაისი 2026, 00:00
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცა.
„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო გიორგობის დღესასწაული. წმინდა გიორგი საქართველოს და მისი გამარჯვებების სიმბოლოა. მისი ძალა და მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს, ადამიანს. გილოცავთ, გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტი პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე 150 მოქალაქეს დაუფინანსდა.
მისივე განმარტებით, პროგრამა, ყოველ სამ თვეში ერთხელ, „აქტემრას“ მისაღებად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს, რომლის საშუალებით მოქალაქე აფთიაქში მედიკამენტს იღებს.
„რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამის დაწყება საარჩევნო დაპირება იყო და დღეს ეს შესრულებული სიტყვაა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის რიცხვები, არამედ თითოეული ადამიანია, ვისაც დახმარება სჭირდება. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად, 100%-ით უფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს - 80%-ით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მოქალაქე, საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, შესაბამისი საბუთებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს მიმართავს.
„თბილისის მერიის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული. რევმატოიდული ართრიტი რთული დაავადებაა. ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა ახლავს თან. როდესაც ადამიანს ეძლევა საშუალება, მიიღოს თანამედროვე მკურნალობა, ეს მხოლოდ ჯანმრთელობა არ არის, ეს ცხოვრების დაბრუნებაა. ადამიანი ისევ ახერხებს მუშაობას, ოჯახზე ზრუნვას. ჩვენთვის სოციალური პროგრამები არ არის ფორმალური ვალდებულება. ეს არის პასუხისმგებლობა ადამიანების წინაშე, ზრუნვა მათ ღირსებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ყურადღება რეკრეაციული სივრცეების არსებობაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარედ, შალვა ჭანკოტაძის ქუჩაზე, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე კი შეიქმნა რეკრეაციული სივრცე.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ითანამშრომლა მუნიციპალიტეტმა ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელმაც უსახური ფარეხების დემონტაჟის სურვილი გამოთქვა.
„ჩვენთვის მწვანე სივრცეების შექმნა და არსებულის მოვლა-პატრონობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მერიის შესაბამისი სამსახურები, ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, რეკრეაციულ პროექტებს ახორციელებენ. ასევე, ვცდილობთ, გამოვისყიდოთ წლების წინ კერძო მესაკუთრეებზე გასხვისებული ტერიტორიები და ისიც დედაქალაქის მოსახლეობას სკვერებისა და სპორტული მოედნების სახით დავუბრუნოთ. გარდა ამისა, მოსახლეობის მხარდაჭერითა და ჩართულობით, აქტიურად ვახორციელებთ უსახური ავტოფარეხებისა და შემოღობვების დემონტაჟს და მათ ადგილზე რეკრეაციული სივრცეების მოწყობას. ამის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითია აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარედ, შალვა ჭანკოტაძის ქუჩაზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტი. აღნიშნულ ტერიტორიაზე ადრე განთავსებული იყო ავტოფარეხები, რაც სივრცის ფუნქციურ გამოყენებას აფერხებდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთა უშუალო ჩართულობით განხორციელდა აღნიშნული ფარეხების დემონტაჟი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში სრულად გაიწმინდა კორპუსების მიმდებარედ შემოღობილი ტერიტორიები, დემონტაჟი ჩაუტარდა ავტოფარეხებს და ტერიტორია მთლიანად პარკს შეუერთდა.
მერის ინფორმაციით, სამუშაოები ერთ ჰექტარზე მეტ ფართობზე განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ორი საბავშვო მოედანი, სავარჯიშო ზონა, საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების სისტემა, პარკინგი და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.
გარდა ამისა, ვაკის რაიონის გამგეობა წყნეთში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ასევე ცხვედაძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.
კახა კალაძის განცხადებით, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, საგზაო სამუშაოები, დაახლოებით, 7 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება.
„პროექტის პირველ ეტაპზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები განაახლა, მეორე ეტაპზე კი ვაკის რაიონის გამგეობა გზის საფარს, დაახლოებით, 7 000 კვ.მ ფართობზე მთლიანად განაახლებს. შედეგად, ერთკილომეტრიან საგზაო მონაკვეთზე გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო იქნება. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 800 000 ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ვაკის გამგეობა კიდევ ერთ პროექტს ცხვედაძის ქუჩის N60-ის მიმდებარედ ახორციელებს და გრუნტის დამჭერ კედელს აწყობს.
„უსაფრთხოების მიზნით, აშენებული კედლის სიგრძე, დაახლოებით, 86 მეტრი, სიმაღლე კი 10 მეტრამდე იქნება. მთლიანად ტერიტორიაზე 262 ხიმინჯი მოეწყობა და მათი საერთო სიგრძე 2 100 მეტრს შეადგენს. დამცავი კედლის მშენებლობის ღირებულება, დაახლოებით, 675 000 ლარი იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს საბურთალოს რაიონში, ონიაშვილის ქუჩაზეც, სადაც მერის თქმით, არაერთი საგზაო დაზიანება შეინიშნებოდა.
„პროექტის ფარგლებში, 9 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის, ტროტუარისა და ბორდიურის რეაბილიტაცია იგეგმება. გარდა ამისა, შეიცვლება არსებული დაზიანებული წყლის მილები. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 700 000 ლარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელება წარმოუდგენელია შეზღუდვებისა და დისკომფორტის გარეშე, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა გაგებით უნდა მოეკიდოს.
„მიმდინარე სამუშაოების გამო, ონიაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდა, რაც რეაბილიტაციის დასრულებამდე იმოქმედებს. მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დროულად დასრულდეს სამუშაოები, რის შედეგადაც გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
წყარო: თბილისის მერია
open_in_new